ENG

მხოლოდ m²-ის მაცხოვრებლებისთვის

ყველაფერი, რაც თქვენს სახლს ეხება უკვე თქვენს მობილურშია თავმოყრილი.

m²-ის ახალი მობილური აპლიკაციით ყოველთვის დროულად გაიგებთ სამეზობლოს სიახლეებს, მიიღებთ კომპლექსის მენეჯერის მხარდაჭერას ონლაინ ჩატის დახმარებით და ეფექტურად გააკონტროლებთ თქვენი მოთხოვნების შესრულების ვადებს.

ახლა უკვე მარტივად გამოიძახებთ დამლაგებელს და ხელოსანს, გააკონტროლებთ განვადების გრაფიკს და გადაიხდით კომპლექსის მომსახურების დავალიანებას.

ხოლო თუ თქვენ ახლახანს შეიძინეთ ბინა m²-ის მშენებარე კომპლექსებში თვალი ადევნეთ მშენებლობის პროცესს თქვენს მობილურში.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ პლატფორმებზე:

მოძებნე აპლიკაცია QR კოდით

ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია აპლიკაციით სარგებლობა?

მობილური აპლიკაცია განკუთვნილია მხოლოდ m2-ის მაცხოვრებლებისათვის.

როგორ ჩამოვტვირთო მობილური აპლიკაცია?

iOS-ის და Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე ტელეფონების მფლობელებს შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია QR კოდის ან ზემოთ მითითებული ლინკის მეშვეობით, ასევე App Store-დან / Play Store-დან, ამისათვის საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ: m2 home.

როგორ დავრეგისტრირდე?

რეგისტრაციის გასავლელად საკმარისია შეავსოთ ონლაინ განაცხადის ფორმა და დაეთანხმოთ მომსახურების პირობებს.

როგორ მივიღო ინფორმაცია მიმდინარე გადასახადების შესახებ?

მთავარ გვერდზე შეჯამებული სახით ნახავთ შიდა განვადების მომდევნო შენატანის და კომპლექსის მომსახურების საფასურის შესახებ ინფორმაციას. თუ თქვენ m2-ის რამდენიმე კომპლექსში ფლობთ ბინას, კომპლექსების მიხედვით მიმდინარე მომსახურების საფასურის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ნახვა.

როგორ დავფარო მიმდინარე გადასახადები?

მთავარ მენიუში აირჩიეთ გადასახადები და სასურველი კომპლექსი. დააჭირეთ ღილაკს გადახდა, შეავსეთ ბარათის მონაცემები, სასურველი თანხა და განახორციელეთ ტრანზაქცია.

როგორ მივიღო ინფორმაცია კომპლექსში არსებული სიახლეების შესახებ?

სამეზობლოს სიახლეები კომპლექსების მიხედვით გამოტანილია მთავარ გვერდზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ფლობთ ბინას რამდენიმე კომპლექსში, შეძლებთ, თითოეულის შესაბამის სიახლეებს გაეცნოთ მარტივად.

როგორ მივიღო მონაწილეობა გამოკითხვაში?

ხშირად, მაცხოვრებლების ხმათა უმრავლესობით ხდება სამეზობლოში მიმდინარე საკითხების გადაწყვეტა. გამოკითხვის არსებობის შემთხვევაში, კითხვარი გამოჩნდება მთავარ გვერდზე, პასუხის გასაცემად მონიშნეთ თქვენთვის სასურველი პასუხი, დააჭირეთ ღილაკს ხმის მიცემა და იხილეთ შედეგები ავტომატურად.

რა ჩანს შეტყობინებებში?

შეტყობინებების ბლოკში ერთად შეგიძლიათ ნახოთ თქვენ მიერ შექმნილი მოთხოვნების სტატუსი, გამოძახებული მომსახურების შესახებ ინფორმაცია, კომპლექსის მენეჯერის მიერ ჩატში მოწერილი წერილი.

რას გულისხმობს კომპლექსის წესდება?

მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (კომერციული) ფართების მესაკუთრეთა გაერთიანების მიერ დადგენილ წესებს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ,,ბმა“-ს ყველა წევრისათვის, მათი ოჯახის წევრებისათვის და ფართით მოსარგებლე პირებისათვის.

რა შემიძლია ვმართო პარამეტრების ბლოკში?

პარამეტრებში შესაძლებელია ენის არჩევა, პაროლისა და შეტყობინებების მიღების რეჟიმის ცვლილება.

როგორ შევქმნა მოთხოვნა?

თუ თქვენ კომპლექსში გსურთ რაიმეს გამოსწორება, მოთხოვნის შესაქმნელად დააჭირეთ ღილაკს +, აირჩიეთ კომპლექსი, კორპუსი, ბინა, სათაური და აღწერეთ მოთხოვნა, სურვილისამებრ მიამაგრეთ ფოტო და დააჭირეთ ღილაკს გაგზავნა. თქვენ გზავნილს კომპლექსის მენეჯერი მყისიერად მიიღებს და შესაბამისი რეაგირების სტატუსს მოგაწვდით კომენტარის სახით.

როგორ შევიტყობ მოთხოვნის შესრულების სტატუსს?

მოთხოვნის შესრულების პროცესი აისახება მიმდინარე მოთხოვნებში, რომელსაც კომპლექსის მენეჯერის მიერ მიეთითება სტატუსი და შესრულების სავარაუდო თარიღი. ამასთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

რა ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი ჩემი ბინის/ბინების შესახებ?

- ბინის ნახაზი

- ბინის ფართი: საცხოვრებელი, აივნის, ჯამური ფართი

- კომპლექსის მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაცია

- ბინის დოკუმენტები: ხელშეკრულებები, შეთანხმებები

- მშენებლობის პროცესის ანგარიშები

რა მომსახურების მიღება შემიძლია აპლიკაციის გამოყენებით?

მალე, აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ ხელოსნის გამოძახებას.

რა დანიშნულებით გამოვიყენო ჩატი?

თუ გსურთ მიიღოთ კომპლექსის მენეჯერის მხარდაჭერა ან რჩევა ნებისმიერ საკითხზე რაც თქვენს კომპლექსს უკავშირდება, ყველაზე სწრაფი გზაა გაუგზავნოთ შეტყობინება კომპლექსის მენეჯერს. ასევე, თქვენ შეძლებთ გაესაუბროთ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერს, ან მიმართოთ კომპანიას ისეთ ზოგად საკითხებზე როგორიცაა მომავალი პროექტების შესახებ ინფორმაიცა, კომპანიის სიახლეები და სხვა...

 

m² კლუბი

მიიღებთ სრულ ინფორმაციას m2 club-ში გაწევრიანებული იმ პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალისა და პირობების შესახებ, სადაც მიიღებთ ექსკლუზიურ ფასდაკლებებს ბარათის წარდგენის შემთხვევაში.