Eng

ყველაფერი, რაც შენს უძრავ ქონებას ეხება,
უკვე მობილურშია თავმოყრილი!

ისარგებლე მობილური აპლიკაციით m² Home და მიიღე სრული ინფორმაცია m²-ში შენი უძრავი ქონების შესახებ.

მარტივად გადაიხადე განვადების, კომპლექსის მომსახურების და კომუნალური გადასახადების საფასური.

მიიღე ინფორმაცია სამეზობლოს სიახლეებისა და m²-ის შეთავაზებების შესახებ პირველმა.

გააკონტროლე მოთხოვნების შესრულების ვადები ეფექტურად.

ონლაინ ჩატის დახმარებით მიიღე მენეჯერის მხარდაჭერა.

გაიგე, რომელ მაღაზიებშია ფასდაკლება m² Club-ის ბარათით. ხოლო თუ სახლი m²-ის მშენებარე კომპლექსში ახლახან შეიძინე, თვალი ადევნე მშენებლობის სრულ პროცესს მობილურ აპლიკაციაში.

მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია:

ხშირად დასმული კითხვები

m² Home

m²-ის საცხოვრებელ სივრცეებში საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების დასანერგად, შევქმენით მობილური აპლიკაცია m² Home.


m² Home საშუალებას მოგცემს სახლიდან გაუსვლელად ერთ აპლიკაციაში მართო სხვადასხვა ოპერაციები, დაზოგო დრო, გაიმარტივო ყოველდღიურობა და იცხოვრო შენი ცხოვრებით.

როგორ გადმოვწერო აპლიკაცია?

აპლიკაცია შეგიძლია გადმოწერო როგორც ზევით მითითებული QR კოდის მეშვეობით, ისე App Store-დან / Play Store-დან, ამისათვის საძიებო ველში უნდა ჩაწერო m2 home.

რა დამჭირდება რეგისტრაციისთვის?

აპლიკაციაში რეგისტრაციისთვის დაგჭირდება აქტიური მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც შევძლებთ ვერიფიკაციის კოდის გამოგზავნას.

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

რეგისტრაციის გასავლელად, პარამეტრების მენიუში უნდა შეიყვანო მოთხოვნილი ინფორმაცია: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი. მობილური ტელეფონის ნომრის მითითების შემდეგ, sms-ის სახით მიიღებ ვერიფიკაციის ერთჯერად კოდს, რომლის აპლიკაციაში მითითების შემდეგ დაეთანხმები მომსახურების პირობებს და გაივლი რეგისტრაციას.

ვიდეო ინსტრუქციები